LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკა სინჯიკაშვილი: „დიღმის მასივში რომ კაცს ეძინა კარავში, დღეიდან თავისი ოთახი ექნება, რამდენიმეწლიანი ქუჩაში ცხოვრების შემდეგ, ადამიანი ამაღამ თავის საწოლში დაიძინებს, კიდევ ერთი ადამიანი მოვაშორეთ ქუჩას, ყველას უზარმაზარი მადლობა“

461
აკა სინჯიკაშვილი (1)

შუახნის მამაკაცს, რომელსაც დიღმის მასივში რამდენიმე წელი ქუჩაში ეძინა, თავისი ოთახი ექნება.

ამის შესახებ ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამისთვის ახლა მართლა სასწაულია

დიღმის მასივში რომ კაცს ეძინა კარავში, დღეიდან თავისი ოთახი ექნება

რამდენიმეწლიანი ქუჩაში ცხოვრების შემდეგ, ადამიანი ამაღამ თავის საწოლში დაიძინებს დავუდგით საცხოვრებელი კონტეინერი, ყველა საცხოვრებელი პირობით და ცოტა ხანს მართლა დაისვენებს რა

კიდევ ერთი ადამიანი მოვაშორეთ ქუჩას

ყველას უზარმაზარი მადლობა,“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g