LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახუშტის ხიდიდან „ვეფხის და მოყმის“ ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება

42

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს, დილის ათი საათიდან, ვახუშტის ხიდიდან „ვეფხის და მოყმის“ ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება.

საპირისპირო მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციას აწარმოებს – იგება ასფალტის საფარის ზედა ფენა.

სამუშაოები 27 აგვისტოს დილის რვა საათისთვის დასრულდება.

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები