მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბაზამ Numbeo ყოველთვიური ხელფასის რეიტინგი განაახლა.
მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხელფასს (გადასახადების გადახდის შემდეგ), საშუალოდ, 6694 აშშ დოლარს შვეიცარიაში იღებენ, ყველაზე დაბალს კი – 36.57 აშშ დოლარს კუბაზე.
რეიტინგში მოხვედრილ 127 ქვეყანას შორის საქართველო 87-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვიური ხელფასი, საშუალოდ, 505 აშშ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებში არსებულ ვითარებას, რეგიონში ყველაზე მაღალი ხელფასი (702$) თურქეთში, ყველაზე დაბალი კი (459$) – აზერბაიჯანშია. სომხეთში ყოველთვიური საშუალო ხელფასი 611 აშშ დოლარი, რუსეთში კი – 652 დოლარია.