მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც. საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ! აბა თქვენ იცით! მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმარჯვებთ! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კლინიკა „ვივამედიდან“, სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, რითაც უკანონოდ საზღვრის კვეთის საქმეზე მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით მას სჯიან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისაც ემუქრებიან.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა
საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია.
„მინდა გამოვეხმაურო იმ ჯალათური, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა „უსამართლობის კომბინატმა“ და პრაქტიკულად, მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა. თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის და ყველაფერი უნდოდა ხალხისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის. ვისაც კიდევ სჯერა, რომ მე სამუდამო პატიმრობით და განადგურებით მსჯიან იმისთვის, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაგზავნე, ან სამი პიჯაკის, ერთი ჰალსტუხისა და ერთი პალტოს ყიდვისთვის, ან საზღვრის გადაკვეთისთვის, როცა საქართველოში ლეგალურად ჩამოსვლის არცერთი გზა არ დამიტოვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს მე ვერაფერს ავუხსნი. მგონი ასეთი მსოფლიოში არავინაა. ჩვენი ფილოსოფია ყოველთვის იყო ძლიერი საქართველო, ძლიერი მოქალაქე, განათლება, დაცულობა. იმიტომ ვავითარებდით ქალაქებს. რომ დაგვცლოდა, ამაზე ბევრად მაგარი ქვეყანა იქნებოდა საქართველო. ეს პრაქტიკულად განადგურება ვითომ სასამართლო წესით არის იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და ყველა ჩემი მომხრე დააშინონ. ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, უთხრან, მასაც იგივე ბედი ელის თუ უკრაინას არ ჩააბარებს. მე განსაკუთრებით ცინიკურად მსჯიან და მანადგურებენ ქვეყნის არ ჩაბარებისთვის 2008 წელს, ეს ყველაფერი ამისთვისაა! მსჯიან, აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებისთვის 2004 წელს! იმისთვის, რომ გავბედე და საქართველოს წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შევძელი! იმისთვის, რომ კორუფცია დავამარცხე! იმისთვის, რომ ხალხისთვის ვიღვწოდი და არა საკუთარი ჯიბისთვის! მე მათთვის საშიში ვარ ციხეში და საშიში ვიქნები მკვდარიც, იმიტომ, რომ ჩემი სახელი სამუდამოდ უკავშირდება თავისუფლებისთვის და სიკეთისთვის ბრძოლას. ვიბრძვით და უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ, სხვა გამოსავალი არ არის. სხვა გამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის დაკარგვა. ვიბრძვით და ვიმარჯვებთ! ეს არის ერთადერთი გზა.
ბექა ბასილაია: „მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სასჯელის შეკრებითობა მოხდეს – რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მოსამართლეს მკაფიო განმარტება არ გაუკეთებია“
„მე ბოლო ბევრი წელია, მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ასევე ჩემი კოლეგებისგანაც ეს არ მსმენია“.
გავიმეორებ, მე თქვენთვის საშიშ ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც, იმიტომ, რომ ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან ბრძოლას, გამარჯვებას და საქართველოს წარმატებას! ეს უკვე საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ამ ერს. აჰა, გამანადგურეთ რამდენიც გინდათ, საქართველოს თავისუფლების იდეას თქვენ ვერ ჩაკლავთ! სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ! წარმატებები, ჩემო მეგობრებო! ამ ანგარიშსწორებას ჰყავს თავისი ავტორები და მათ აუცილებლად უნდა მიიღონ, პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან მკაცრი პასუხი. აბა თქვენ იცით! მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმარჯვებთ!“ – განაცხადა სააკაშვილმა.
„მიხეილ სააკაშვილმა არნახული ამბები გაუკეთა საქართველოს, თავის საყვარელ ქვეყანას და ამის გამო ისჯება – ამ ხელისუფლების მხრიდან არაფერი მიკვირს“ – გიული ალასანია
გიული ალასანიას განცხადებით, „ამ ხელისუფლების მხრიდან არაფერი უკვირს“
ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.