LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენი და ჯენიფერები – ახალი დეტალები „ბერმუდის სამკუთხედის“ შესახებ

152
page

ბოლო რამდენიმე კვირაა, არ ცხრება საუბრები ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის შერიგების შესახებ. ერთობლივმა ვიდეომ, რომელშიც ბენი ექს-მეუღლეს ხელს ხვევს და ეხუტება, მსოფლიო მედია სივრცე მოიცვა.

ბენისა და მისი ცხოვრების ორი უმთავრესი ჯენიფერის კავშირი ნამდვილად ამოცანას წარმოადგენს, რომლის ამოხსნაც ჯერჯერობით შეუძლებელია. ახლახან ინსაიდერების ორი სხვადასხვა შინაარსის განცხადება გავრცელდა.

„ბენს მოსწონს ემოციური ამერიკული მთები, ის ფიქრობს, რომ შესაძლოა ღირდეს ექს- მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობის განახლება, ამას თავად ჯენიფერიც განიხილავს“, – აცხადებს წყარო.

ალტერნატიული მოსაზრების მიხედვით კი 52 წლის ბენ აფლეკი და მისი შვილების დედას უბრალოდ ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ჯენიფერს მხოლოდ მისი პარტნიორი ჯონ მილერი უყვარს და მხოლოდ მასთან ერთად ცხოვრება სურს.

„მათი კავშირი ახლა ყველაზე მყარია. მათი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავიდა და ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ბენი ჯეი ლოს დაშორდა. ის ახლა თავის მთელ ყურადღებას შვილებს უთმობს. ჯენიფერი ბენს ფსიქოლოგიური ბალანსის მოპოვებასა და მის შენარჩუნებაში ეხმარება და უნდა აღინიშნოს, რომ ბენის მენტალური მდგომარეობა ახლა შესანიშნავია. მათი მეგობრობა მყარია“, – აცხადებს წყარო.

ვიდეო: ბენ აფლეკთან ჩახუტების შემდეგ, ჯონ მილერი ჯენიფერ გარნერს ულტიმატუმს უყენებს

ფოტო/ვიდეო: ხელს ხვევს და სექსუალურად ეხუტება – ჯეი ლო ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის უახლესი ვიდეოთი შოკირებულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები