სასიამოვნო სიახლე, AirPods-ებს, შესაძლოა LIVE-თარგმნის ფუნქცია დაემატოს. ამის შესახებ Apple-ის ინსაიდერმა, მარკ გარმენმა განაცხადა. საუბარია მიმდინარე წელს გამოსაშვებ AirPods-ზე.
პროცესი ასეთი იქნება: პირობითად, ინგლისურენოვანი ადამიანი AirPods-ებს გაიკეთებს და გერმანულ ენაზე მოსაუბრე ადამიანს მოუსმენს, ხოლო ყურსასმენი, Siri-ის დახმარებით, ესპანურს LIVE-რეჟიმში ინგლისურად თარგმნის. მას შემდეგ, რაც მოსაუბრე პასუხს ინგლისურად გასცემს, მისი iPhone-ი მას ესპანურად თარგმნის.