LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mazda-ს პილოტმა ნიურბურგრინგის ტრასა BMW M5-სა Lamborghini-ზე უფრო სწრაფად გაიარა

40

Mazda-ს პილოტმა ნიურბურგრინგის ტრასა BMW M5-სა Lamborghini-ზე უფრო სწრაფად გაიარა. Koenigsegg-ის ტესტ-პილოტმა რობერტ სერვანსკიმ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული გზა 7 წუთსა და 37,38 წამში დაფარა, რაც იმას ნიშნავს რომ მისი ავტომობილი ბევრ სუპერქარზე უფრო სწრაფი აღმოჩნდა.

11 წლის მაზდა MX-5 ტრეკებზე გამოსასვლელად სპეციალურად განაახლეს. ავტომობილი ამჟამად მხოლოდ 1090 კგ-ს იწონის, რისი მიღწევაც კონდიციონერისა და გვერდითი მგზავრის სავარძლის ამოღებით მოხერხდა. გარდა ამისა, სიახლემ ბევრად უფრო ძლიერი სამუხრუჭე სისტემა, გაგრილების სისტემა, 17 დიუმიანი საბურავები და 5 საფეხურიანი „მექანიკა“ მიიღო; ძრავის სიძლიერე კი 30-ით გაიზარდა. როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა გაამართლა, რადგან „მაზდა“ Lamborghini Gallardo LP 570-4 Superleggera-სა და Lexus LFA-ზე უფრო სწრაფი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები