LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიუსელდორფში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

106
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში ProWein Dusseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა.

სამდღიან გამოფენაზე ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათასობით სტუმარს მიეცა. ქართული ღვინის დეგუსტაციას ქართული ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი და ცნობილი გერმანელი ინფლუენსერი და სომელიე ტონი ასკიტისი უძღვებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ წელს გამოფენაში ProWein Dusseldorf საქართველოს მონაწილეობის 25-ე წლისთავი აღინიშნა, რის ფარგლებშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანა აბულაძე, სააგენტოს და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გამოფენის დირექტორს პეტერ შმიტცს შეხვდნენ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 25 წლიანი ორმხრივი თანამშრომლობა, მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g