„დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა დამძიმდა“ – ოჯახი მის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.
ბიზნესმენის დედამ, „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ყველა პასუხისმგებელ პირს მიმართ და მოუწოდა, რომ “პატიმარს მიხედონ”.
პატიმარს მიხედეთ, ჩემი შვილი მე მინდა ცოცხალი – ამბობს ჩიკვაიძის დედა.
„კეთილი ინებეთ და მოუარეთ თქვენს პატიმარს. ყველაფერს აქვს ზღვარი. მე, დედა აქედან იმ ოთხ საკანში ვერ მოვეშველები, გადაიყვანეთ საავადმყოფოში. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, არ ვიცოდი ამ კრუნჩხვის შესახებ… ძალიან რთულია ეს ყველაფერი. მე თქვენ ჩემს ცრემლებს არ დაგანახებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე. მივმართავ ყველა იმ პასუხისმგებელ ადამიანს, ასე არ შეიძლება… პატიმარს მიხედეთ, ჩემი შვილი მე მინდა ცოცხალი და არც თქვენ არ გინდათ ის მკვდარი”, – ამბობს ეკა წერეთელი.
ცნობისთვის, ჩიკვაიძის გართულებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მისმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი პაპიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, ბიზნესმენი ვერ გადაადგილდება.