ჰოლანდიაში ველოსიპედი პოპულარობას კარგავს და მანქანას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჰოლანდიელმა ბავშვებმა სკოლაში მანქანით სიარულს მოუხშირეს. ადრე ასეთი ბავშვების რაოდენობა მხოლოდ 25% იყო, ამჟამად კი 30%-ს გადასცდა. ეს მაშინ როცა განათლების სამინისტრო ველოსიპედის პროპაგანდას ყველანაირად ცდილობს და ჯანსაღი ტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის უამრავ კამპანიასაც ატარებს. მაგალითად, თუკი მოსწავლე სკოლაში ფეხით ან ველოსიპედით მივა მას დამატებითი ქულები ეწერება. ექსპერტების აზრით, ბავშვის სკოლაში მიყვანა მშობლისთვის ბევრად უფრო კომფორტულია და სწორედ ამიტომ ხშირ შემთხვევაში ველოსიპედის დადებითი თვისებების უგულვებელყოფაც ხდება.