29 მარტიდან თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და ტელე-კინო აკადემიის პროექტები „კრიტიკული აზროვნება“ და „კომუნიკაციის ხელოვნება“ ლილოს ეკატერინე გაბაშვილის სახელობის 25-ე ბიბლიოთეკაში გადაინაცვლებს.
„კომუნიკაციის ხელოვნება“ განკუთვნილია 6-10 წლის ბავშვებისთვის, ვისაც საკუთარი იდეების, ოცნებებისა და სურვილების გაზიარება, ახალი მეგობრების შეძენა და მეტი სიახლის გაგება სურს.
პროგრამა მოიცავს კომუნიკაციის საწყისების თეორიასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ასევე ბავშვები ისწავლიან, თუ როგორ მოახდინონ შთაბეჭდილება პირველი კომუნიკაციისას, როგორ მოამზადონ სამეტყველო აპარატი, ისწავლიან ხმოვანი ბგერების კლასიფიკაცია და სხვა. დასაწყისი: 12:00 საათი (თითო შეხვედრის ხანგრძლივობა საათ-ნახევარი).
„კრიტიკული აზროვნება“ განკუთვნილია 10-15 წლის მოზარდებისთვის – მათთვის, ვისაც არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება და გაცემა აინტერესებს, არამედ მიღებული ცოდნის გაანალიზება და კრიტიკული შეფასების სწავლაც უნდა.
კურსის მსმენელები გაიგებენ, თუ რა არის კრიტიკული აზროვნება და როგორია მისი როლი პიროვნების განვითარებაში, როგორ გახდნენ საკუთარი თავის კრიტიკული შემფასებლები, როგორ შეაფასონ ყოველდღიური მოვლენები სუბიექტურად და ობიექტურად. დასაწყისი: 14:00 საათი (თითო შეხვედრის ხანგრძლივობა საათ-ნახევარი).
შეხვედრები ჩატარდება შაბათობით, ოთხი კვირის განმავლობაში (აღდგომის კვირის გამოკლებით).
მისამართი: ლილოს დასახლება, მე-2 კვ., მე-8 კორპ. გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.