LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა დაემართა მერაიას? წინა კვირას სხვანაირი იყო!“ – 55 წლის არტისტის პაპარაცულმა ფოტომ ინტერნეტსივრცე მოიცვა

173
page

მერაია ქერი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. მისმა ფოტომ დიდი რეზონანსი გამოიწვია, 55 წლის არტისტი საოცრად შეცვლილია. მან თავისი ჩვეული ბუნებრივი ვარცხნილობა, ხვეული თმა დაიბრუნა, თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში როდია. ვარსკვლავი მაკიაჟის გარეშე იყო წარმოდგენილი და მისი ცნობა მართლაც გაგიჭირდებოდათ.

„ფილტრით და ფილტრის გარეშე“, „მისი ცნობა შეუძლებელია“, „რა დაემართა მერაიას?“, „წინა კვირას სულ სხვანაირი იყო“, – არ წყდება კომენტარები.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ლოს-ანჯელესში, iHeartRadio Music Awards გაიმართა. მერაია ქერიმ Icon Award მიიღო. საკულტო მუსიკოსის შემოქმედების პატივსაცემად, Muni Long და Tori Kelly სცენაზე ჰიტების – We Belong Together და Always Be My Baby პერფორმანსით წარდგნენ.

მერია ქერის შეწუხებული სახე მისი შემოქმედების ტრიბიუტისას ინტერნეტს იპყრობს

ლედი გაგასა და მერაია ქერის სპეციალური პრემიები გადაეცათ – iHeartRadio Music Awards-ის გამარჯვებულები ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები