შავი მთვარის ანუ ლილიტის 9 თვით მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით გაძლიერდება სარკაზმი და სიჯიუტე, ღალატი და სამაგიეროს გადახდის სურვილი, ადამიანების ზომბირების მცდელობა და შავი მაგიით გატაცება. მოიმატებს ინფექციური დაავადებების და სტიქიური უბედურებების, შიშების და აგრესიის, პესიმისტური და მანიაკალური აზრების ალბათობა.
თავი შეიკავეთ სულსწრაფი მოქმედებისა და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისგან.
მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია პროვოცირების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, უსარგებლო ნივთებისა და ძველი ურთიერთობისგან გათავისუფლებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ფულის სესხება და ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. აკონტროლეთ საკვების და სასმლის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, გიშერი, მარჯანი, ალექსანდრიტი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, ქალწულია და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.