„ბარსელონას“ შემოსავალმა 2017-2018 წლების სეზონზე 1,05 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ თავად კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს.
„ბარსელონა“ გახდა ისტორიაში პირველი სპორტული კლუბი, რომელმაც მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. ოღონდ დოლარებში, ევროებით ჯერ ვერა. გასულ სეზონში მოგებამ 12,67 მილიონი დოლარი შეადგინა. ბოლო 8 წლის განმავლობაში „ბარსას“ ჯამურმა მოგებამ 229 მლნ დოლარს მიაღწია.
2018/19 ფინანსური წლების შედეგად კლუბი 1,105 მლრდ დოლარის შემოსავალს ვარაუდობს.
ხოლო 2021 წლისთვის კატალონიური კლუბის შემოსავალი მილიარდ ევრომდე გაიზრდება.
შედარებისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემოსავალი 2017-2018 წლებში 590 მილიონი ფუნტი იყო.
2017/18 წლების სეზონში „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში გამოვარდა.