79 ხმით პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მთავრობის წარდგინებით, 6 წლის ვადით აირჩია.
ირაკლი კობახიძე: „სუს-ის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტს წარვუდგენთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას“
ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, 2 აპრილს გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სუს-ის უფროსის პოსტზე კი, პრემიერმა ანრი ოხანაშვილი წარადგინა. ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პაატა სალიამ შეცვალა.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყოფა, რის შემდეგაც ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს