LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო ძალიან ემოციური შეხვედრა, სადაც მეგობარმა ქვეყანამ პატივი მიაგო იმ გმირის მემკვიდრეობას, ვინც თავისი თავგანწირვით მთელი ერის სინდისად და ღირსებად იქცა“ – საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახი ვაშინგტონში ტურისტული ვიზიტით ჩავიდა

142
ანწუხელიძე

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახი ვაშინგტონში ტურისტული ვიზიტით ჩავიდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ხორგუაშვილი ავრცელებს და კადრებს გვიზიარებს.

„საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახი ვაშინგტონში ტურისტული ვიზიტით ჩამოვიდა

აეროპორტში მათ USO-მ(United Service Organizations), ღირსეულად და გულთბილად უმასპინძლა, როგორც იმ ქვეყნის გმირის ოჯახს, რომელიც ღირსებისა და თავისუფლების გვერდით იდგა, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში

ეს იყო ძალიან ემოციური შეხვედრა, სადაც მეგობარმა ქვეყანამ პატივი მიაგო იმ გმირის მემკვიდრეობას, ვინც თავისი თავგანწირვით მთელი ერის სინდისად და ღირსებად იქცა

დღეს გმირის ოჯახი შეხვდება ვაშინგტონში მცხოვრებ ქართულ დიასპორას, რომელიც ემსახურება მადლობისა და სულიერი თანადგომის კიდევ ერთ უმაღლეს გამოხატულებას

გმირები მარად ცოცხლები არიან მაშინ, როცა მათი სახელით სუნთქავს საზოგადოება

გმირები არ კვდებიან!

დიდება გმირებს“ – წერს დავით ხორგუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g