ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, მათ ახალი ფერი აღმოაჩინეს – კვლევის შედეგები ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა, ინფორმაციას კი BBC ავრცელებს.
მეცნიერებმა ექსპერიმენტის დროს ლაზერული იმპულსები მონაწილეთა თვალებისკენ მიმართეს.

ბადურის უჯრედების სტიმულირების შემდეგ, ექსპერიმენტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დაინახეს ლურჯ-მწვანე ელფერი, რომელსაც მეცნიერებმა olo უწოდეს.
„მხედველობის აღდგენა თვალის წვეთებით“ – რა კვლევას აქვეყნებს ფლორიდის მეცნიერთა გუნდი
ფლორიდის უნივერსიტეტის სასურსათო და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, აღწერენ თვალის წვეთების მედიკამენტს, რომელიც მიზნად ისახავს უვეიტის მკურნალობას, რომელიც ცხენებში სიბრმავის მთავარი მიზეზია.
კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, რენ ენგმა აღმოჩენას „შთამბეჭდავი” უწოდა.
ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრები აცხადებენ, რომ მიაგნეს გზას, თუ როგორ გადააკეთონ თვალის ბადურა ხელოვნურად ისე, რომ განავრცონ ადამიანის ფერთა ბუნებრივი დიაპაზონი.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ამ კვლევის შედეგებს, თავის მხრივ, შეუძლია, ხელი შეუწყოს დალტონიზმის შესახებ კვლევის გაღრმავებას.
ექსპერტთა ნაწილი კი აცხადებს, რომ ახალი ფერის არსებობა საკამათო საკითხია.