LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი რობოტი, რომელსაც ადამიანივით მოძრაობა შეუძლია – სიახლე clone Robotics-მა წარადგინა

110
qoRfzAb5s7WvWP7mxZSd4A

რობო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Clone Robotics-მა ახალი რობოტი წარადგინა. სიახლეს ბიონიკური კუნთები აქვს, შეუძლია მუშტი შეკრას და მხრებიც კი აიჩეჩოს, წერს Live science.

კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას რკინის კაცი, რომელიც ადამიანის იდენტური მახასიათებლების იქნება. სწორედ ასეთია Protoclone, რომელსაც ანატომიურად ყველაზე ზუსტ რობოტსაც უწოდებენ. ტექნოლოგია ადამიანის ჩონჩხის მიხედვითაა შექმნილი და ადამიანის მოძრაობების გამეორება შეუძლია.

რობოტის შიგთავსი პოლიმერისგან შედგება, რაც მსოფლიოში ერთადერთ ხელოვნურ კუნთს წარმოადგენს და ადამიანის მსგავსი მოქნილობა და სისწრაფეც ამის დამსახურებაა.
მხედველობისთვის რობოტს თავში 4 კამერა ექნება 400-ზე მეტი ჩამრთველი კუნთების სწორ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი.

კომპანია იმასაც აზუსტებს, რომ სიახლე ადამიანივით სიარულს, საოჯახო საქმეების შესრულებას და საინტერესო დიალოგების გამართვასაც შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები