ახალ მუსიკალურ პროექტში „საქართველოს ხმა“, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში ახლახან დაიწყო, მსმენელის წინაშე უკვე არაერთი ნიჭიერი კონკურსანტი წარდგა.
გუშინ, 29 აპრილს, მაყურებელმა კიდევ ერთი ასეთი კონკურსანტი იხილა – ლიზი კოტრიკაძე, რომელმაც ნატო გელაშვილის „მე მზეს ვატან“ იმღერა და ჟიური და აუდიტორია აღაფრთოვანა.
შთამბეჭდავი შესრულებით, ლიზიმ ჟიურის ერთ-ერთი წევრის, დათო ფორჩხიძის ოქროს ბილეთიც დაიმსახურა და კონკურსანტების ათეულში გარანტირებული ადგილი დაიკავა.
ლიზი კოტრიკაძის ნამღერს სოციალურ ქსელში ეხმაურება მომღერალი ლაშა ღლონტი, რომელიც სწორედ ამ სიმღერას ასრულებს და წერს: „ოქროს გოგო, არავის არ ჰგავს. ამაშია საქმე“, – წერს ლაშა ღლონტი.
ვიდეო: გიორგი ძოწენიძე კასტინგზე მისულ კონკურსანტებთან ერთად ამღერდა – მოულოდნელი დუეტი