სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებული მოვაჭრეები მედიასთან საუბრობენ. ერთ-ერთი დაზარალებული „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ზარალი ძალიან დიდია.
„25 000 ჯინსები მქონდა. მეტის თქმა არ შემიძლია…“ – ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ხანძრის შედეგად ზარალი მიადგა.
„სპორტული ფეხსაცმლის მაღაზია მქონდა. არაფერი აღარ არის დარჩენილი… ყველგან ცეცხლი იყო. მიზეზი არავინ იცის და ვერც ვერასდროს ვერავინ გაიგებს“, – აცხადებს კიდევ ერთი დაზარალებული და აღნიშნავს, რომ არ აქვს იმედი, ვინმემ ზარალის ასანაზღაურებლად დახმარება გამოყოს.
მოვაჭრეებს არ აქვთ ინფორმაცია რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა.
ცნობისათვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, „ბორჯომის ბაზრობის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.