LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანული მედია ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლის ამოქმედების სავარაუდო თარიღს ასახელებს

218
სამგზავრო მატარებელი

აზერბაიჯანული მედია საქართველოსა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიებს შორის შეთანხმების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პირველი სამგზავრო მატარებელი თბილისიდან 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ბაქოდან 28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს გავა.

ამჟამად მხარეები რიგ ნიუანსებს, მათ შორის, სამგზავრო ტარიფებს განიხილავენ. გამოცემის ცნობით, სს „საქართველოს რკინიგზა“ აზერბაიჯანულ მხარეს კუპეზე ბილეთის ფასად 50 ლარს, ხოლო საძილე ვაგონის ბილეთის ფასად 70 ლარს სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილება ბილეთის ღირებულებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო მიმოსვლა 2020 წლის მარტში, COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა და დღემდე არ აღდგენილა. ამასთან, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან დაკეტილი რჩება. ქვეყანაში კვლავ სპეციალური საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, რომლის ვადაც მიმდინარე წლის 1 ივლისს იწურება. ამ ეტაპზე აზერბაიჯანთან მიმოსვლა მხოლოდ თვითმფრინავითაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g