LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს დედაქალაქი Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა“

112
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია.

მისივე თქმით, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა, საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2.3%) და მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში (+2.2).

„ფაქტები აღქმების წინააღმდეგ:

Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია. ამ სტატისტიკური მონაცემებით შედარებულია მოგზაურთა ჯავშნები 2024 წლის დეკემბრიდან-2025 წლის მარტამდე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან. კვლევის შედეგად, საქართველოს დედაქალაქი თბილისი, Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა
თბილისთან ერთად პოპულარულ მიმართულებებს შორის დასახელდნენ შვეიცარიული ქალაქი ბაზელი და ციურიხი.

ასევე, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2.3%)

მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში (+2.2%)
ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა (წყარო: საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია – STR global)
Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 1.5% -ით და საშუალო დღიური ფასი 7.9%-ით გაიზარდა (წყარო: RBNB)“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.

ირაკლი კობახიძე: „მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა – ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაა და გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დავაჩქაროთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g