LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო დონის მუსიკოსები და აფრიკული რიტმებით, იმპროვიზაციითა და ექსპერიმენტებით გაჯერებული მუსიკალური საღამოები – 1-3 მაისს თბილისის 28-ე ჯაზფესტივალი გაიმართება

113
ჯაზ-ფესტივალი

1-დან 3 მაისის ჩათვლით, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს – ღონისძიებები კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი პროგრამა ტრადიციულად მსოფლიო დონის მუსიკოსებს აერთიანებს.

ფესტივალი პირველ მაისს ამერიკელი საქსოფონისტისა და კომპოზიტორის, ლაკეშა ბენჯამინის კონცერტით გაიხსნება. მისი მუსიკა ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებს აერთიანებს;

2 მაისს მსმენელის წინაშე გერმანელი მუსიკოსი თილ ბრონერი წარდგება;

თბილისის 28-ე ჯაზფესტივალი 3 მაისს სტივ კოლმანისა და მისი ბენდის კონცერტით დასრულდება.

„მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯაზ საქსოფონისტის მუსიკა გამოირჩევა ფანკის, აფრიკული რიტმების, იმპროვიზაციის, ექსპერიმენტებისა და ინოვაციური მიდგომების სინთეზით.

თბილისის ჯაზფესტივალი სათავეს 1978 წლიდან იღებს და მას ორგანიზებას „ისთერნ ფრომოუშენი“ უწევს. წლების განმავლობაში ფესტივალმა არაერთ ლეგენდარულ მუსიკოსს უმასპინძლა, რის გამოც ის საქართველოში და მთლიანად რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კულტურულ ღონისძიებად მიიჩნევა. თბილისის ჯაზფესტივალი წელს პირველად გაიმართება კოტე მარჯანიშვილის თეატრში. აღსანიშნავია, რომ „ისთერნ ფრომოუშენის“ სტრატეგიის მიხედვით, ჯაზფესტივალების სერიას მთელი წელი ეთმობა. როგორც ერთგული მსმენელისათვის უკვე ცნობილია, ფესტივალები ამ ეტაპზე ტარდება თბილისში, კახეთსა და ბათუმში, სხვადასხვა სეზონის შესაბამისად“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g