გასული წლის 11 აგვისტოს, ზუგდიდში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ტყუპი ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტყუპების დედას, რომელსაც ორი შვილი დარჩა, საზოგადოების დახმარება სჭირდება – ინფორმაციას „დედების ფონდი“ ავრცელებს და წერს, რომ ოჯახი, რომელიც ქირით ცხოვრობს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ქუჩაში დარჩება. ოჯახს ასევე არ აქვს საჭმლის ფული.
აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად, „დედების ფონდი“ მოზარდების დედის წერილს აქვეყნებს:
„ყველას გახსოვთ, ორი ძმა რომ სახლში დაეწვა დედას… ახლა ორი შვილი დარჩა და ქირით არიან ქობულეთში… მეპატრონე ბინას დააცლევინებს, თუ არ გადაიხდიან…
არ აქვთ საჭმლის ფული და ქირას როგორ გადაიხდიან?!
დედას თავისი ტანჯვა ეყოფა, ახლა ორი გადარჩენილი შვილი რჩება ქუჩაში…
დედის წერილი: „გულწრფელი ვარ ყველანაირად, ტყუილი არ მახასიათებს ჩემს გარდაცვლილ შვილებს გეფიცებით, გამოუვალ მდგომარეობაში რომ არ ვიყო და შემეძლოს მუშაობა, ნამდვილად არ შევაწუხებდი არავის. ძალიან მრცხვენია, რომ ასე ვითხოვ დახმარებას, მაპატიეთ, გთხოვთ, სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ, ღმერთმა დაგლოცოთ. დედა, რომელიც ორ შვილს დასტირის და თან აქეთ გამუდმებით იმის შიში აქვს, რომ დარჩენილი ორი შვილიც შეიძლება არქონის გამო დაკარგოს, მისი სიცოცხლე არაფერია, მოსიარულე გვამად ვარ ნაქცევი, გული ნაფლეთებად მექცა, ახლა თქვენს იმედზე ვარ. გეჩოქებით შეგვეშველეთ“.
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ გაბუნიების ოჯახი.
– #საქველმოქმედო ზარი 1ლარი
საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :#დედების_ფონდი
საქართველოს ბანკი – #GE46BG0000000689979800
თიბისი ბანკი – #GE17TB7174136080100007
ლიბერთი ბანკი – #GE22LB0115121073654001
ტერა ბანკი – #GE61KS0000000360801210 “, – წერია „დედების ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
💔 ყველას გახსოვთ, ორი ძმა რომ სახლში დაეწვა დედას… ახლა ორი შვილი დარჩა და ქირით არიან ქობულეთში… მეპატრონე ბინას…
Posted by დედების ფონდი on სამშაბათი, 29 აპრილი, 2025