LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა გავაზიარო ვიდეო, რომელიც ჩვენი ორკესტრის აუდიტორიაში გადავიღე… უსაზღვროდ მტკივნეულია უძვირფასესი ვატო მაჭავარიანის მოულოდნელი წასვლა ამ ქვეყნიდან“ – ნიკოლოზ რაჭველი

206
ნიკოლოზ რაჭველი

ცნობილ დირიჟორს, კომპოზიტორსა და პიანისტს, ვახტანგ მაჭავარიანს, რომელიც 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრები ემშვიდობებიან.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი: „მადლობა მაესტროს იმ დიდი ღვაწლისთვის, რომელიც მან ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გადასარჩენად გასწია…“

ვახტანგ მაჭავარიანის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი და მას მრავალწლიანი მოღვაწეობის გამო მადლობას უხდის:

„დაუჯერებელი და უსაზღვროდ მტკივნეულია უძვირფასესი ვატო მაჭავარიანის მოულოდნელი წასვლა ამ ქვეყნიდან… მიჭირს სიტყვებით გამოვხატო ჩემი განცდა…

ძალიან მინდა გავაზიარო პატარა ვიდეო, რომელიც 2023 წლის 24 თებერვალს გადავიღე ჩვენი ორკესტრის აუდიტორიაში. იმ დღეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე მოვიწვიეთ საზოგადოება და ღია რეპეტიციის ფორმატში ვატომ ეროვნულ ორკესტრთან ერთად შეასრულა მისი სიმფონიური ნაწარმოები „მარიუპოლი”, რომელიც გამოხატავს საოცარ თანაგანცდას საერთო მტრის აგრესიის მსხვერპლი ჩვენი მეგობარი ერის მიმართ. ფინალურ ეპიზოდში, საიდანაც ეს ვიდეო იწყება, ჟღერს სამხედრო მარშის დამახასიათებელი მუსიკალური ინტონაციები, რომელშიც საოცარი ოსტატობით შემოჰყავს ცნობილი უკრაინული სიმღერის მელოდია, რომელიც ამ ომის დროს გამარჯვებისა და იმედის სიმბოლოდ იქცა…

დიდი მადლობა ვახტანგ მაჭავარიანს ყველაფრისათვის, განსაკუთრებული ამაგისათვის საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული ორკესტრის მიმართ, რომელიც 90-იან წლებში განადგურებას გადაარჩინა…

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი და მარადიული ხსოვნა მის ისტორიულ სახელს მუსიკალური სამყაროსთვის!“, – აღნიშნულია ნიკოლოზ რაჭველის მიმართვაში, რომელსაც ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ავრცელებს.

„მისი უზადო ერუდიცია, გარეგნული და შინაგანი სილამაზე, არისტოკრატულობა და დახვეწილობა მართლაც განუმეორებელი იყო..გენიოსი მამის ღირსეული შვილი, ნათელში იყოს თქვენი სული“ – თამარ ივერი ვახტანგ მაჭავარიანს ემშვიდობება

ნიკოლოზ რაჭველი: "დაუჯერებელი და უსაზღვროდ მტკივნეულია უძვირფასესი ვატო მაჭავარიანის მოულოდნელი წასვლა ამ ქვეყნიდან… მიჭირს სიტყვებით გამოვხატო ჩემი განცდა… ძალიან მინდა გავაზიარო პატარა ვიდეო, რომელიც 2023 წლის 24 თებერვალს გადავიღე ჩვენი ორკესტრის აუდიტორიაში. იმ დღეს, უკრაინაში რუსეთის შეწრიდან ერთი წლის თავზე მოვიწვიეთ საზოგადოება და ღია რეპეტიციის ფორმატში ვატომ ეროვნულ ორკესტრთან ერთად შეასრულა მისი სიმფონიური ნაწარმოები “მარიუპოლი”, რომელიც გამოხატავს საოცარ თანაგანცდას საერთო მტრის აგრესიის მსხვერპლი ჩვენი მეგობარი ერის მიმართ. ფინალურ ეპიზოდში, საიდანაც ეს ვიდეო იწყება, ჟღერს სამხედრო მარშის დამახასიათებელ მუსიკალური ინტონაციები, რომელშიც საოცარი ოსტატობით შემოყავს ცნობილი უკრაინული სიმღერის მელოდია, რომელიც ამ ომის დროს გამარჯვებისა და იმედის სიმბოლოდ იქცა… დიდი მადლობა ვახტანგ მაჭავარიანს ყველაფრისათვის, განსაკუთრებული ამაგისათვის საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული ორკესტრის მიმართ, რომელიც 90-იან წლებში განადგურებას გადაარჩინა… ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი და მარადიული ხსოვნა მის ისტორიულ სახელს მუსიკალური სამყაროსთვის! 🙏🏻💔"

Posted by Georgian Philharmonic Orchestra / საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი on სამშაბათი, 06 მაისი, 2025

ცნობისათვის, ვახტანგ მაჭავარიანი 1996 წლიდან იყო ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 2017 წელს მიენიჭა ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორის წოდება; 2018 წლიდან ფესტივალ „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი იყო.

ეკუთვნის არაერთი თხზულება: სიმფონიური პოემა „ნაცარქექია“, ათი სონეტი შექსპირის მიხედვით, კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოს, სიმებიანი ორკესტრისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის, „მარში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრისთვის, სიმფონიური სურათი „მარიუპოლი“, რომელიც 2022 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა.

ვახტანგ მაჭავარიანი იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოწვეული დირიჟორი. 2011 წელს გადასცეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.

magti 5g