LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპმა 100%-იანი გადასახადი დაუწესა იმ ფილმებს, რომელიც ამერიკაში არ არის გადაღებული

109
donald-trump-home-alone-2-scaled

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აპირებს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს ჰოლივუდის კინოინდუსტრია გადაარჩინოს, ამისათვის კი ყველა ფილმს, რომელიც საზღვრებს გარეთ იქნება გადაღებული, 100%-იანი ტარიფის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

„ამერიკაში კინო ინდუსტრია ძალიან სწრაფი სიკვდილით კვდება. სხვა ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი კინორეჟისორები და სტუდიები აშშ-დან თავისთან გაიტყუონ. ამასობაში ჰოლივუდი და აშშ-ს მრავალი სხვა რაიონი იცვლება. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“, – დაწერა ტრამპმა.

„სწორედ ამიტომ, ყველა ფილმი რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს იქნება გადაღებული, 100%-იანი ტარიფით დაიბეგრება. ჩვენ ისევ გვსურს ფილმები, შექმნილი ამერიკაში!“ – დაამატა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები