LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ორნიშნა გავხდი და ძალიან ბედნიერი ვარ… ვნახე ემიგრანტების მოწყენილი თვალები, სახეები, მოიკითხეთ ემიგრანტები, ისინი თქვენ გელოდებიან“ – რა სიურპრიზი მოუწყვეს იუბილარ ბარბარე ჯანაშიას და რას ჰყვება ის აშშ-ში მოგზაურობაზე

263
ბარბარე ჯანაშია

ბარბარე ჯანაშია, რომელმაც აუდიტორიას თავი დაამახსოვრა ემიგრაციაში მყოფ მამაზე ემოციური საუბრით, 6 მაისს 10 წლის გახდა.

ვიდეო: „რა გოგო გვეზრდება საქართველოს! აი ეს არის მხატვრული კითხვა“ – ბარბარე ჯანაშიას მიერ წაკითხულმა ლექსმა მაყურებელი მოხიბლა

იუბილარი ბარბარე გადაცემა „დღის პოსტს“ ესტუმრა, სადაც მას გადაცემის წამყვანებმა სიურპრიზი მოუწყვეს და ტორტი მიართვეს.

როგორც ბარბარე ჯანაშიამ აღნიშნა, ის „ორნიშნა გახდა და ძალიან ბედნიერია“.

მან ასევე ისაუბრა აშშ-ში, ემიგრაციაში მყოფ მამასთან სტუმრობასა და შტატებში გატარებულ დროზე და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაც გაიხსენა.

ვიდეო: როგორ შეხვდა ნინი შერმადინი ნიუ იორკში მამის მოსანახულებლად ჩასულ ბარბარე ჯანაშიას და რა ჩაუტანა მამას ბარბარემ საჩუქრად: „თან, ძალიან ლამაზია, თან, ნიჭიერია, თან არტისტულია…“

„მე ვნახე ემიგრანტების მოწყენილი თვალები, სახეები… მოიკითხეთ ემიგრანტები, ისინი თქვენ გელოდებიან“, – აღნიშნა ბარბარემ.

„ღმერთმა შეისმინა ჩემი ვედრება და კვლავ შემახვედრა მამიკოს, ბედნიერი დღე მეც კი დამიდგა, მამიკოსთან ვარ, უფალო გმადლობ“ – ბარბარე ჯანაშია უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს

🥳🎂 პატარა ბარბარე ჯანაშია იუბილარია 🥰 ორნიშნა გავხდი და ძალიან ბედნიერი ვარ… 🙏 მე ვნახე ემიგრანტების მოწყენილი თვალები, სახეები…მოიკითხეთ ემიგრანტები, ისინი თქვენ გელოდებიან 😔💔 #ბარბარეჯანაშია

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on სამშაბათი, 06 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g