LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ყველაფერი გასაგებია! – ცნობილია ბექჰემების განხეთქილების მიზეზები

1765
page

ბოლო რამდენიმე დღეა, ბექჰემების ოჯახურ განხეთქილებაზე საუბარი არ წყდება. ნიკოლა და ბრუკლინ ბექჰემები დევიდის 50 წლის იუბილეს არ დასწრებიან.

„ვიქტორიას ღამის კოშმარი ახდა“ – მორიგი ფოტოები დევიდის წვეულებიდან და ინსაიდერი განცხადება – რა ხდება ბექჰემების ოჯახში

ბრუკლინ ბექჰემის მეუღლე, ნიკოლა პელტცი თვლის, რომ მისი მშობლები, ვიქტორია და დევიდ ბექჰემები „ტოქსიკურები“ და ამბიციურები არიან და უფროს ვაჟს ხშირად ამცირებენ. ამის შესახებ გამოცემა TMZ-ს წყვილთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა.

ინსაიდერის ცნობით, მათ შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ნიკოლას არ მოსწონს, როგორ ეპყრობიან ბექჰემები ბრუკლინს, ხოლო ვიქტორიასა და დევიდს არ სურთ, რომ ნიკოლა ოჯახურ საუბრებში იღებდეს მონაწილეობას.

„ნიკოლას განსაკუთრებით არ მოსწონს დევიდი დამოკიდებულება, ის ტელეფონზე საუბრისას ბრუკლინს ხშირად უყვირის და დაძაბული საუბარი შესაძლოა ერთ საათსაც გაგრძელდეს“, – აცხადებს ინსაიდერი.

გარდა ამისა ირკვევა, რომ ბრუკლინი უკვე რამდენიმე თვეა, რაც თავის ძმას, 22 წლის რომეოს არ ელაპარაკება. კონფლიქტის მიზეზი რომეოს ახალი მეგობარი გოგონა, კიმ ტერნბულია, რომელიც წარსულში ბრუკლინსაც ხვდებოდა.

შეგახსენებთ, ეს არ არის მათი პირველი დაპირისპირება. ყველაფერი ბრუკლინისა და ნიკოლას გრანდიოზული ქორწილიდან დაიწყო, როდესაც მილიარდერმა პელტცმა ვიქტორიას დიზაინით შეკერილ საქორწინო კაბაზე მტკიცე უარი განაცხადა.

„მათ შორის შავმა კატამ გაირბინა“ – ნიკოლა პელტციმ ბრუკლინი მამის 50 წლის იუბილეზე არ გაუშვა – წყვილი სკანდალის ფონზე ფოტოებს ავრცელებს

ფოტო/ვიდეო: დევიდ ბექჰემის 50 წლის გრანდიოზული იუბილე, მისი უფროსი ვაჟისა და მილიარდერი რძლის გარეშე – ბექჰემების ოჯახში მართლაც განხეთქილებაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები