შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ერთ-ერთ ბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებულმა ი.გ.-მ ბარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს.
ასევე დაკავებულია 1980 წელს დაბადებული რ.პ., რომელიც დანაშაულის მომსწრე იყო, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ უცნობებია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 376-ე (დანაშაულის შეუტყობინებლობა) მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.