LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე სულ დაგელოდები, სამუდამოდ და უსასრულოდ“ – რას წერს მტკვარში დაღუპული ბიჭის მეუღლე

1142
უტა ელიავა

დღეს მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, 14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს

„ცხედრები წყლიდან უკვე ამოასვენეს, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია“ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა, მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გარდაცვლილი ახალგაზრდას მეუღლე, გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მას მიმართავს:

„მე სულ დაგელოდები, სამუდამოდ და უსასრულოდ უტი“, – წერს უტა ელიავას მეუღლე.

„ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა“ – შსს-მ გასულ ღამეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 პირი დააკავა

Me sul dagelodebi💔 samudamod da usasrulooood utiiii…

Posted by Gvantsa Gorozia on ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025

ცნობისათვის, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, რომელიც აღნიშნულ ავტომობილში იმყოფებოდა, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 14 მაისის ღამეს მოხდა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს. პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g