LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსული ვიდეო, რომელშიც SZA უბილეთოდ დარჩენილ ფანს, კონცერტის მოსაწვევებს დაუფიქრებლად ჩუქნის

111
photo-collage.png (4)

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც SZA ფანებს ავტოგრაფებს ურიგებს. კადრებში ჩანს, რომ არტისტი უყურადღებოდ არც ერთ გულშემატკივარს ტოვებს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი, უდავოდ ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან კუმირისგან საჩუქარიც დაიმსახურა.

საქმე ისაა, რომ ვირუსულად გავრცელებული ვიდეოში, თავად ვიდეოს ავტორი სახელად მაიკლი კუმირს მის კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს სთხოვს, რაზეც მუსიკოსისგან უყოყმანო თანხმობას იღებს.

საზოგადოების განსაკუთრებული სიმპათია სწორედ იმ ფაქტმა დაიმსახურა, რომ მომღერალმა ფანის თხოვნას დაუფიქრებლად უპასუხა და მაშინვე მის წარმომადგენელს მიუთითა, მისთვის მოსაწვევები გადაეცა.

ცნობისთვის, SZA ამჟამად კენდრიკ ლამართან ერთობლივ ტურნეშია. Grand National Tour 19 აპრილს დაიწყო და 9 აგვისტომდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები