გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა გადაცემას „პროექცია“ სტუმრობდა.
ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზედაც თეონამ ისაუბრა მშობლობას ეხებოდა.
„რაღაცნაირად იგრძნობა კიდეც, რომ მე და ჩემს მეუღლეს სტატუსები შეგვეცვალა და დაგვემატა, ეს არის რაც არის-პასუხისმგებლობა.
პატარა კი არის ბავშვი, მაგრამ პიროვნებაა და უდიდესი პასუხისმგებლობა გაქვს, კარგ ადამიანად გაზარდო..თან ვერთობი, თან ვაკვირდები, რაღაც მიმიკებს ვიჭერ…ვაცნობიერებ, რომ ძალიან რთულია, ვნერვიულობ მომავალზე, რანაირ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება და მე გავართმევ თუ არა თავს იმას, რომ ერთიც და მეორეც დავაყენო სწორ გზაზე,“ – აღნიშნა თეონამ.