ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „პრაიმ შოუს“ გასული ეპიზოდი კომპოზიტორ ზურაბ მჟავიას და მის შემოქმედებას მიეძღვნა.
გადაცემაში მიწეულმა მომღერლებმა ზურაბ მჟავიას მიერ დაწერილი, ჰიტად ქცეული კომპოზიციები შეასრულეს.
„პრაიმ შოუს“ აღნიშნულ გადაცემას სტუმრობდა ახალგაზრდა მომღერალი ოთო ბაზერაშვილიც, რომელმაც „ხმალი ავლესოთ ქართველებო“ შესანიშნავად შეასრულა.
„პატარაობიდან პატრიოტულად ვიზრდები და ძალიან მიყვარს პატრიოტული სიმღერები. ბავშვობიდან ვუსმენ და ვმღერი ბატონი ზურაბის სიმღერებს, მადლობა მას ყველაფრისთვის„, – აღნიშნა ოთო ბაზერაშვილმა.
„ეს ბიჭი საქართველოს საუნჯეა“, „ბიჭი ტკბილი ხმით და თბილი გულით“, „არ მეგონა, გოგი დოლიძის შემდეგ ამ სიმღერას ასე კარგად თუ იმღერებდა ვინმე“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მოხმარებლები.
🎼 ოთო ბაზერაშვილი – "ხმალი ავლესოთ ქართველებო"🎼 ოთო ბაზერაშვილი – "ხმალი ავლესოთ ქართველებო" ლექსის ავტორი: თინათინ მღვდლიაშვილი
Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025