უშბის მთაზე, ალპინისტისა და სამთო გიდის, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვას მოთხილამურე მახო გიგანი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.
„ზუსტად ერთი წლის წინ, შენი გადაღებული სელფიდან, ჯერ არჩილ ბადრიაშვილი გაგვიფრინდა, დღეს შენ (ნიკა ფალიანი) გაგვიფრინდი…რა ბედნიერები ვართ ამ ფოტოში. ღმერთმა აცხონოს შენი სული, ნიკო. ძალიან დაგვაკლდები. მიხარია და ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად მწვერვალზეც მოვხვდი“, – წერს მახო გიგანი.
უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა: „დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე შენს საყვარელ სივრცეში“
„მწვერვალებზე შეყვარებული ნიკო ფალიანი აღარ ჰყავს სვანეთს… უშბიდან ამომავალი მზე, უკვე მეორედ ჩამიქრა“ – უშბაზე ექსპედიციის დროს დაღუპულ მთამსვლელსა და სამთო გიდს, ნიკოლოზ ფალიანს ემშვიდობებიან
„ახალგაზრდობის მისაბაძი მაგალითი, სვანეთისა და მთლიანად საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე“ – ქართველი სამთო გიდები ნიკოლოზ ფალიანზე