„შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით“, – ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ჩეხეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას კანონის უზენაესობა:
„შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით და ამ სასამართლო საქმის დახურული ფორმით. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, კანონის უზენაესობა და პატივი სცენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.