Mercedes-ის უნიკალური სედანი გასაყიდად გამოიტანეს. საუბარია 1980 წლის Mercedes-Benz W123-ზე, რომელიც იმ დროს დამოუკიდებელმა კომპანიამ AMG-მ დაატუნინგა. ავტომობილი მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთ მფლობელს ჰყავდა, გარბენი 165,000 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ფასი — 34 ათას დოლარს. მოდიფიცირებული ძრავა, ორიგინალური ძარა, Recaro-ს სავარძლები და იშვიათი ავთენტურობის სერტიფიკატი AMG Classic-ისგან – ამ მანქანას ნამდვილ აღმოჩენად აქცევს კოლექციონერებისთვის.







