საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის დიდ ბრიტანეთში პოპულარული მოდისა და კულტურის ჟურნალი Harper’s Bazzar.
„ეს პატარა ქვეყანა, რომელიც აღმოუჩენელი მარგალიტია კავკასიაში, იდეალური ალტერნატივაა ევროპის გადატვირთული ტურისტული მიმართულებებისათვის. საქართველო ძველი სამყაროს ხიბლს და თანამედროვეობას ერთმანეთთან აკავშირებს. ეს არის ოთხსეზონიანი მიმზიდველი მიმართულება – მრავალფეროვანი კლიმატის წყალობით საქართველო ყველაფერს გთავაზობთ, ზამთრის სათხილამურო კურორტებიდან დაწყებული, შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებით დამთავრებული“, – წერს სტატიის ავტორი რებეკა კოუპი.
სტატიის ერთ-ერთი მონაკვეთი საქართველოს სასტუმრო ინფრასტრუქტურას, მაღალი კლასის განთავსების ობიექტებს ეთმობა.
რებეკა კოუპი ასევე აღწერს თბილისს, ქართულ კერძებს, ქართულ მოდასა და თანამედროვე მოლებს.