LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუთუ ასე ცოტა დრო გქონდა, ღიმილის ბიჭო… ჩემო გულის ტკივილო, ჩემო უბოროტო და ყველაზე კეთილო მეგობარო, მშვიდად განისვენე“ – ქუთაისში ხანძრის დროს დაღუპულ მიშო აშვეთიას მეგობრები ემშვიდობებიან

302
მიშო აშვეთია

ვეტერანი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას ტრაგიკულად გარდაცვლილ შვილს, 22 წლის მიშო აშვეთიას ოჯახის წევრები და მეგობრები ემშვიდობებიან.

„თა­ნა­ვუგ­რძნობთ ამ დიდ ტკი­ვილს, ჩვე­ნი გუნ­დის და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დას მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას“ – ქუთაისში ხანძარს 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

მიშო აშვეთიას მეგობრები საჯაროდ, სოციალურ ქსელში მიმართავენ და მას ემოციურ სტატუსებს უძღვნიან.

„უშენობას მოვესწარი დედი, მე კი დაგიბერდები, მაგრამ შენ ვერ მოესწრები ჩემს სიბერეს, ჩემო ტკივილო, ჩემო სიკეთე, ჩემო სითბო“ – ქუთაისში, ხანძრის დროს გარდაცვლილი მიშო აშვეთიას დედის ემოციური მიმართვა

„ჩემო გულის ტკივილო. ჩემო უბოროტო და ყველაზე კეთილო მეგობარო. მშვიდობით განისვენე“…

ჩემოო გულის ტკივილო💔 ჩემო უბოროტო და ყველაზე კეთილო მეგობარო 😭 მშვიდობით განისვენე 😭😭😭😭😭😭

Posted by Makuna Bolkvadze on ხუთშაბათი, 12 ივნისი, 2025

„კიდევ არ მჯერა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ასე უნდა დაგმართნოდა აშვე?… წარსულით როგორ უნდა ვილაპარაკო შენზე, ესაა სამართალი? მიყვარხარ და დროებით ჩემო ძმაკაცო“…

კიდე არ მჯერა სიტყვებს ვერ ვპოულობ ასე უნდა დაგმართნოდა აშვე ესაა ბიჯო რო მწერდი მალე ჩამოდი მომენატრა შენთან და…

Posted by Davit Gabiani on ხუთშაბათი, 12 ივნისი, 2025

„მიშო, ჩემო მეგობარო, როგორ მატკინე გული. ჯერ ხომ ძალიან ადრე იყო. როგორი მხიარული იყავი, ნუთუ ასე ცოტა დრო გქონდა. მშვიდად განისვენე, ჩემო ღიმილა ბიჭო“…

მიშო ჩემო მეგობარო როგორ მატკინე გული 😭😭ჯერ ხომ ძალიან ადრე იყო🥹როგორი მხიარული იყავი ,ნუთუ ასე ცოტა დრო გქონდა…

Posted by მარიამ ფილია on ხუთშაბათი, 12 ივნისი, 2025

ცნობისათვის, არსებული ინფორმაციით, მიშო აშვეთია სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. ხანძარი ქუთაისში, თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. არსებული ცნობითვე, შემთხვევის დროს მამაკაცს ეძინა და გამოსვლა ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები