ტურისტების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით შეწუხებული მოქალაქე გამოვიდა და ვიზიტორებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდა. შესაბამისი კადრები გამოცემა Catalan News-მა გაავრცელა.
წყაროს ცნობით, 15 ივნისს ბარსელონასა და ესპანეთის სხვა პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში მასობრივი ანტი ტურისტული აქცია გაიმართა. მომიტინგეებს შორის ასეთი შინაარსის შეძახილები ისმოდა – „ტურიზმი გვართმევს პურს, სახლებს და მომავალს“, „ერთი ტურისტით მეტი – ერთი მეზობლით ნაკლები“ და „ტურისტო, სახლში წადი“.
ესპანელებს უცხოელები უხამსი ქცევების გამო არ მოსწონთ, გარდა ამის მათი მიზეზით ადგილობრივებს ცხოვრება ძალიან გაუძვირდათ.
პოლიციის ინფორმაციით, აქციაში 600 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ორგანიზატორებმა ირწმუნებიან, რომ პროტესტში სამი ათასამდე პირი იყო ჩართული. აქციები გაიმართა იბიცაზე, პალმაში, გრანადასა და პირენეებში, ასევე პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში და რამდენიმე იტალიურ ქალაქში.






