LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mazda თითქმის 200 000 მანქანას უკან გაიწვევს

105
Mazda თითქმის 200 000 მანქანას უკან გაიწვევს

თითქმის 200 000 Mazda-ს ავტომობილს საშიში დეფექტის გამო შეკეთება სჭირდება. აშშ-ის ეროვნული საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ (NHTSA) თანხმობა გასცა 171 412 Mazda-ს ავტომობილის გაწვევაზე. უკან გაწვევა ეხება ორ მოდელს – Mazda 3-ს და Mazda CX-30-ს. მიზეზია დეფექტი, რომლის გამოც ავარიის შემთხვევაში უსაფრთხოების ბალიშები შესაძლოა არ გაიხსნას.

გაწვევა მოიცავს:

51 857 სედანს და ჰეტჩბეკი Mazda 3-ს,

119 555 კროსოვერს Mazda CX-30-ს,

ორივე მოდელი 2024 და 2025 წლების ქმნილებებია. ყველა ავტომობილს საგარანტიო პერიოდი ეხება.

პრობლემა დაფიქსირდა უსაფრთხოების ბალიშის სენსორის ბლოკში (SAS — Sophisticated Airbag Sensor). თუ აკუმულატორი სრულად დაჯდება მაშინ, როცა მანქანა გადაადგილდება, ხარვეზი წარმოიქმნება. აკუმულატორის დამუხტვა ამ შემთხვევაში პრობლემას ვერ აგვარებს — დაფაზე აინთება უსაფრთხოების ბალიშის გაუმართაობის ინდიკატორი და ავარიის შემთხვევაში ბალიშები არ გაიხსნება.

Mazda-ს სპეციალისტები  პრობლემის გამოსწორებას SAS ბლოკის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით ცდილობენ. თუ დეფექტი არ აღმოიფხვრება, ისინი ბლოკს უბრალოდ ახლით ჩაანაცვლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები