21-22 ივნისს, ლეონიძის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხაზინის ქუჩის 4 ნომერში, Street Food Park-ის ფარგლებში, აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ გაიმართება.
აგრობაზარში ნიშური პროდუქტის მწარმოებლები საქართველოს რეგიონებიდან ჩამოტანილ ისეთ ნაწარმს წარადგენენ, როგორებიცაა: ხორცისა და რძის პროდუქტები, სასმელები, ტკბილეული, თაფლი და ჯემები, ჩაი, საწებლები და სუნელები.
აგრობაზარი 15:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათამდე გაგრძელდება.
აგრობაზარს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის ბენეფიციარი ფერმერი ქალები, რომლებიც ყველის ინოვაციური სახეობებს აწარმოებენ.