LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურგუნდიის რეგიონში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

106
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საფრანგეთში, ბურგუნდიის რეგიონში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ფრანგი ღვინის ექსპერტი კლემენს ჟირო უძღვებოდა.

ნუი-სენ-ჟორჟის მხარეში გამართულ ღონისძებას 80-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ HoReCa და ღვინის ტურიზმის სექტორების წარმომადგენლები, სომელიეები, ბაიერები, ღვინის მწარმოებლები, დარგის ადგილობრივი ექსპერტები და ჟურნალისტები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საფრანგეთში მოღვაწე მეცნიერის ნატო მამუკაშვილის ახალი წიგნის „ბურგუნდიის ტერუარები და ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი საქართველოში” პრეზენტაცია, ასევე დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის აკვანი” ჩვენება.

ჩვენების ბოლოს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო  ბურგუნდიულ სამზარეულოსთან შეხამებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g