ჯასტინ ბიბერისა და მისი მეუღლის, ჰეილი ბოლდუინის სკანდალური განშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ჰეილი პირველად მოხვდა პაპარაცები ობიექტივში, ის მეგობრებთან ერთად ნიუ-იორკში, ღამის კლუბში მიდიოდა.
ამ დღეს 28 წლის მოდელს ხასხასა მწვანე, სხეულზე მომდგარი კაბა ამშვენებდა და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, წყვილის განქორწინებაზე რამდენიმე ფაქტი მიუთითებს: ჯასტინმა „მამის დღეს“ სოციალურ ქსელში გაურკვეველი პოსტები გამოაქვეყნა და მალევე წაშალა. ჰეილიმ კი დაწერა, „მამის დღე – უბედურებაა“ და წაშალა მეუღლესთან გადაღებული საერთო ფოტოები.




