თათა გიორგობიანი გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, რომლის ეთერშიც სილამაზის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.
მომღერლის და ფსიქოლოგის თქმით, სილამაზე ქალბატონებისთვის ხშირად ხელისშემშლელი აღმოჩნდება ხოლმე.
„რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი აზრია და მე არ მივესალმები ადამიანების გადაკეთებას, დაე ყველამ ისე იცხოვროს როგორც თავად მიაჩნიათ სწორად. თუმცა თუ ამ თემას ჩავუღმავდებით, რა თქმა უნდა ადამიანის სიძლიერე ეს არის ხასიათის თვისება, რომელიც შეიძლება ჰქონდეს, როგორც ქალს ასევე მამაკაცს და ეს არ არის დამოკიდებული სქესზე.
რაც შეეხება სილამაზეს, ეს ხშირად არის ხელის შემშლელი, ლამაზ ქალბატონებს ხშირად უწევთ ორმაგი შრომაც კი, რომ საზოგადოებამ სერიოზულად აღიქვან. გარეგნობას კი ცალსახად დიდი ძალა აქვს, რადგან ის არის პირველი შთაბეჭდილება, მას ასევე შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი მხარეც, თუნდაც ის რომ ლამაზ ქალბატონს ხშირად უსაზღვრავს ჩარჩოებს. ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია, ვიყო ბედნიერი და რაღაც სარგებელი მოვუტანო საზოგადოებას.
ჩემ ცხოვრებაში, ჩემი ლამაზი გარეგნობის გამო ხშირად იყო ჩემზე ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური შეხებაც, ძალიან ადრე, თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამწუხაროდ ეს ფაქტებია ხშირია, განსაკუთრებით იმ გოგოების მიმართ, რომლებიც გამოიყურებიან ლამაზად. ჩემ შემთხვევაში, ასევე მამა ზედმეტად ფრთხილი იყო, რომელიც განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენდა, რაც ჩემთვის ტრავმა იყო“, – ამბობს თათა გიორგობიანი