მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მეუღლესთან ბედნიერი თანაცხოვრების 50 წელზე საუბრობს.
მისი თქმით, თავისი მეორე ნახევარი ერთი ნახვით შეუყვარდა.
„50 წელზე მეტია ერთად ვართ და ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. არასოდეს მიეჭვიანია მეუღლეზე, ეს არის ყველაზე დიდი სენი, რომელიც დიდ განხეთქილებას, თამარს ეს 1 გრამიც კი არ აქვს, რადგან იმდენად არის დარწმუნებული საკუთარ თავში“, – საუბრობს მსახიობი.
