როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ ვიმკურნალოთ თუ გველმა გვიკბინა?
ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამბობს, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია მომენტალურად განვსაზღვროთ ქვეწარმავალი შხამიანია თუ არა.
სპეციალისტი დეტალურად ხსნის იმ სიმპტომებს, რომელიც შხამიანი გველის ნაკბენის შემთხვევაში ვითარდება.
„კბენის შემთხვევაში, მომენტალურად ვხვდებით, ეს შხამიანი გველის ნაკბენია თუ არაშხამიანის. აქ კბილების თვლას აზრი არ აქვს. თუ არაშხამიანმა გველმა გვიკბინა, ამ დროს არ მიმდინარეობს არავითარი ნეგატიური პროცესი, შესაძლოა იყოს ნაჩხვლეტის სახით უბრალოდ შესაძლოა აგვეწვას, თუმცა მაშინვე უნდა მოვიბანოთ ადგილი სადაც გველმა გვიკბინა ან ანტისეპტიკით ან საპნით.
იმ შემთხვევაში თუ ეს არის შხამიანი გველის ნაკბენი, ამას მომენტალურად ვგრძნობთ ჩხვლეტას. საგრძნობია წვა და ძლიერი ტკივილი (დაახლოებით ისეთს, როგორიც ბზიკის ნაკბენის შემთხვევაში) შემდეგ კი გადადის შეშუპებასა და სხვადასხვა პროცესებში, რომელიც იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ამ შემთხვევაში კვლევა იმისა, რომ შხამიანი იყო გველი თუ არაშხამიანი, უკვე საჭირო აღარ არის.
მოგვიანებით ტოქსიკოლოგი ადგენს რა სახის შხამიანი გველი იყო რაც იოლი დასადგენია.
გველის ნაკბენის მკურნალობა, ბევრად განსხვავდება დღეს ადრინდელი გაიდლაინისგან. გველის ნაკბენზე ლახტის დადება, გადაჭრა, ამოწოვა და ასე შემდეგ აღარ გამოიყენება პირველი დახმარების დროს.
სამედიცინო დაწესებულებაში მაქსიმალურად შრატის გარეშე მიმდინარეობს მკურნალობა. ეს რა თქმა უნდა ეს ნაკბენის სიმძიმეზეცაა დამოკიდებული, თუ გადასხმებმა, პრეპარატებმა, რომლებსაც გველგესლების შხამი გამოჰყავს (განსაკუთრებით გიურზას ნაკბენის შემთხვევაში) არ გამოიღო შედეგი გამოჯანმრთელებისკენ, მაშინ უკვე დამატებით მიმდინარეობს შრატის შეყვანა“, – ამბობს ჰერპეტოლოგი.
ფოტო სლაიდზე: CNN