„2 ივლისს, გვიან საღამოდან 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება“, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).