LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4337
მიხეილ ცაგარელი

დღეიდან 31 ივლისამდე ვენერა – სიყვარულის, ხელოვნებისა და ფინანსების მმართველი პლანეტა – გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოში. ამ პოზიციაში ის აძლიერებს გონებამახვილობას, იუმორის გრძნობას, კომუნიკაბელურობას, ორიგინალურობასა და აქტიურობას პარტნიორულ ურთიერთობებში. ამავდროულად, შესაძლებელია გამოავლინოს შინაგანი მერყეობა, ზედაპირულობა, ფლირტისადმი მიდრეკილება, ცრუ დაპირებები, ემოციური მერყეობა, გულმავიწყობა და სულსწრაფობა, რაც ურთიერთობებში დაძაბულობას გამოიწვევს.

ვენერას, როგორც წესი, არ უხარია ტყუპების ნიშანში ყოფნა, სწორედ ამ ზედმეტად ქარაფშუტული თვისებების გაძლიერების გამო.

აღნიშნული ასპექტი განსაკუთრებით სასიკეთოა სარეკლამო და პიარ სფეროსთვის, მასმედიის, ტურიზმისა და განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის – ხელს უწყობს ამ მიმართულებების განვითარებას, განახლებასა და შედეგიანობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს უმჯობესია თავი შეიკავოთ ახალი საქმის დაწყებისგან და სესხის აღებისგან.  კარგი პერიოდია ადრე ჩამოყალიბებული გეგმების რეალიზაციისთვის, თვითშემეცნების პროცესის გაღრმავებისთვის, ასევე ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვისათვის. სასურველია ემოციების მკაცრი კონტროლი და ნებისმიერი იმ ფაქტორისგან გათავისუფლება, რაც პიროვნულ განვითარებასა და წინსვლაში გიშლით ხელს.

ჯანმრთელობა – დღეს ფიზიოლოგიურად სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა. ასევე მოიმატებს ვენერულ დაავადებათა ტენდენცია, რაც საჭიროებს დამატებით სიფრთხილეს.

დღის ფერები და მინერალები – ფერებიდან დადებითად იმოქმედებს წითელი, ლურჯი, შავი, ცისფერი და მწვანე ტონები. მინერალებიდან რეკომენდებულია ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი, მარჯანი და იასპი. ისინი აძლიერებენ პიროვნულ შარმს და ხელს უწყობენ კოსმოსური ენერგიების დადებით ზემოქმედებას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე წარმატებულია ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები