LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააპელაციო სასამართლომ წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები უდანაშაულოდ სცნო

fotografebi5

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები უდანაშაულოდ სცნო.

პროკურატურამ ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წელს მიმართა. უწყება ახლადგამოვლენილი გარემოებების გამო, გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვდა.

საქმეზე პროკურატურამ ჩაატარა ხელახალი გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შემდეგაც გამოვლენილ იქნენ ამ დანაშაულში ჩართული საჯარო მოხელეები, რომელთა მიმართაც გამოძიება კვლავ გრძელდება.

ამ საქმეზე ფიგურანტები, რომლებმაც იძულებით მიაცემინეს დაზარალებულებს ჩვენება, მსჯავრდებულები არიან. კერძოდ: კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით დევნოზაშვილი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

წარსულში გასამართლებული ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g