LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ მესვრი ქვებს ზურგში? იცი, რომ მე მიუსაფარი ვარ…“ – მეუღლეზე ამღერებული ჯასტინ ბიბერის უახლესი ფოტოები

1140
page

უამრავი სკანდალის, ჭორისა და სპეკულაციის შემდეგ, ჯასტინ ბიბერმა თავისი ახალი ალბომით, Swag და მეუღლესთან, ჰეილი ბიბერთან და ვაჟთან ერთად გადაღებული ფოტოებით, ყველანაირ ეჭვს ბოლო მოუღო.

ახლა ისინი შვეიცარიაში მოგზაურობენ და როგორც ჩანს, საოცრად ბედნიერად ატარებენ დროს. ახლახან ჯასტინმა ფოტოების შთამბეჭდავი სერია გაავრცელა, რომელშიც საყვარელ ქალს, ულამაზესი პეიზაჟების ფონზე კოცნის. ერთ-ერთ ფოტოზე ჰეილი კამერას შუა თითს უჩვენებს.

ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც ჯასტინ ბიბერმა თავისი ახალი ალბომი Swag გამოაქვეყნა, რომელიც 2021 წლის შემდეგ მისი პირველი სტუდიური ნამუშევარია.

ერთ-ერთი სიმღერა, Walking Away, მალევე მოხვდა ყურადღების ცენტრში. პირველივე სტროფში ჯასტინი ჰეილის მიმართავს.

„დღეები სწრაფად გადის და მე არ მინდა ისინი შენ გარეშე გავატარო. მაშ რატომ მესვრი ქვებს ზურგში? იცი, რომ მე მიუსაფარი ვარ…“ – მღერის არტისტი, რომლის მენტალურ ჯანმრთელობაზე მითქმა-მოთქმა არ წყდება.

„ყველას დაგვცინის“ – ჯასტინ ბიბერის ახალი ფოტოები კრიტიკის ობიექტი ხდება

„ახლა მაინც მიხვდით, ლუზერებო?“ – ამ სიტყვებით ჯასტინ ბიბერმა ახალი ალბომი დააანონსა, რომელზეც ის მეუღლესთან და შვილთან ერთადაა გამოსახული

ვიდეო: გაუთავებელი მითქმა-მოთქმის ფონზე, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები ერთად გამოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები